Monthly Archives: January 2021

ნიკოლა ორემი – პირველი ეკონომისტი (გაგრძელება)

2. მონეტარული პოლიტიკა შუა საუკუნეებში მონეტარული მოვლენები სეისმოგრაფივითაა, რომელიც არა მხოლოდ არეგისტრირებს მიწისძვრებს, არამედ ზოგჯერ იწვევს კიდეც მათ. მარკ ბლოკი[1] ვიდრე ეკონომიკაში ორემის წვლილზე გადავიდოდით, უპრიანი მგონია, შუა საუკუნეების ფულის და მონეტარული მოწყობის მცირე მიმოხილვა შეგთავაზოთ. ამას ორი მიზეზი აქვს: … Continue reading

Posted in Uncategorized | 2 Comments

ნიკოლა ორემი – პირველი ეკონომისტი

1. ცხოვრება და მოღვაწეობა[1] როდესაც ეკონომიკის ან ეკონომიკური აზრის ისტორიის შესახებ დაწერილ წიგნებს გადავავლებთ თვალს, აღმოვაჩენთ, რომ არც ეკონომისტებში და არც ისტორიკოსებში არსებობს შეთანხმება იმის თაობაზე, თუ ვინ იყო „პირველი ეკონომისტი“. ტრადიციულად (და, უნდა ითქვას, არასწორად), ეს პატივი ადამ სმითს … Continue reading

Posted in Uncategorized | Leave a comment

ესიზმრებათ თუ არა ფანტასტებს ფინანსისტები?

როდესაც ჯონ ლოს ეპოპეის სადღაც შუაში ვიყავი, ნინო ფერაძემ, ჩემმა მეგობარმა, გუნდელმა და ადამიანმა, რომელსაც ჩემსავით უყვარს ტერი პრეტჩეტი, „დამიკვეთა“ პოსტი ამ უკანასკნელის წიგნზე „ფულის კეთება“[1]. დაკვეთაში „მაკროეკონომიკური ანალიზი“ იგულისხმებოდა, თუმცა, როდესაც „დაკვეთის“ შესასრულებლად წიგნი გადავიკითხე, მივხვდი, რომ სრულყოფილი ანალიზისთვის … Continue reading

Posted in Uncategorized | Leave a comment

ჯონ ლო – მავროდი თუ ფრიდმანი (დასასრული)

6. დასასრული როდესაც ჯონ ლომ დატოვა საფრანგეთი, ერთი წელიც არ გასულიყო მას მერე, რაც ის პარიზის ყველაზე გავლენიან და პატივცემულ პიროვნებად ითვლებოდა. სულ რაღაც რამდენიმე თვე და ის გახდა ყველასთვის საძულველი ფინანსისტი, რომელსაც ნებისმიერი ფენისა და ასაკის ადამიანი აბრალებდა ქვეყნის … Continue reading

Posted in Uncategorized | Leave a comment

ჯონ ლო – მავროდი თუ ფრიდმანი (გაგრძელება)

მავროდი: კრახი ანტიკურ მითოლოგიაში[1] არსებობდა ტერმინი პერიპეტია (περιπέτεια), რომელიც გულისხმობს გმირის იღბლის მოულოდნელ დაკარგვას, რაც, თავის მხრივ წარმოადგენს ღმერთების მიერ გმირის დასჯას თავდაჯერებულობისა და ამპარტავნობის გამო. ზოგჯერ, პერიპეტია ე.წ. ჰამარტიის (ἁμαρτία) – გმირის საბედისწერო შეცდომის, ან მისი ტრაგიკული ნაკლის – … Continue reading

Posted in ეკონომიკა | Tagged , , | Leave a comment