Monthly Archives: October 2020

ჯონ ლო – მავროდი თუ ფრიდმანი (გაგრძელება)

ფრიდმანი პრაქტიკაში ფელიქს მარტინი, წიგნში „ფული: უნებართვო ბიოგრაფია“, ჯონ ლოზე საუბრისას იხსენებს მალვოლიოს ფრაზას შექსპირის მეთორმეტე ღამიდან – „ერთნი იბადებიან დიდებულნი, მეორენი – მას მოიპოვებენ, ხოლო ზოგიერთს თავს ახვევენ ამ დიდებასა“[1] – და ასკვნის, რომ ლო სწორედ მესამე კატეგორიაში გადის. … Continue reading

Posted in ეკონომიკა | Tagged , | 1 Comment

ჯონ ლო – მავროდი, თუ ფრიდმანი?

ფრიდმანი სტივენ ჯონსონი, მეცნიერების ამერიკელი პოპულარიზატორი, წიგნში „საიდან მოგვდის კარგი იდეები“ წერს, რომ, უმეტესწილად, ახალი ტექნოლოგიური და მეცნიერული იდეები მხოლოდ იმ მომენტში არსებული იდეების გაგრძელებას წარმოადგენს – დაახლოებით, როგორც ერთი ოთახიდან მეორეში კარის გაღებით გადავდივართ და არა ტელეპორტაციით, რამდენიმე ოთახის … Continue reading

Posted in ეკონომიკა | Tagged , | 2 Comments

ფული, რომელიც ხეზე იზრდება

1295 წელს, ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ, მდიდარი ვაჭრების ოჯახი ვენეციაში დაბრუნდა. სავაჭრო რესპუბლიკისთვის ეს არავითარ განსაკუთრებულ სიახლეს არ წარმოადგენდა – ვენეციელი ვაჭრები წელიწადში ასობით ადგილს სტუმრობდნენ, მდიდრდებოდნენ და უკანაც ბრუნდებოდნენ. მაგრამ მომდევნო წელს ოჯახის ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელი – მარკო – ჩავარდა … Continue reading

Posted in ეკონომიკა | Tagged , | Leave a comment

პატარა გოგონები, როგორც შემოსავლის წყარო

ეს ის არაა, რაც თქვენ იფიქრეთ მეთვრამეტე საუკუნის საფრანგეთი არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული ფისკალური დისციპლინით. კაცმა რომ თქვას, არც მანამდე იკლავდნენ თავს – მეფე-მზემ საფრანგეთის იმდროინდელი მშპ-ს მეოთხედი გაისროლა ვერსალის მშენებლობაში. ბევრის აზრით, საფრანგეთის რევოლუციის ერთ-ერთ ძირითად მიზეზს სწორედ სახელმწიფო სავალო … Continue reading

Posted in ეკონომიკა | Tagged , | 3 Comments