Category Archives: ეკონომიკა

ჯონ ლო – მავროდი თუ ფრიდმანი (გაგრძელება)

მავროდი: კრახი ანტიკურ მითოლოგიაში[1] არსებობდა ტერმინი პერიპეტია (περιπέτεια), რომელიც გულისხმობს გმირის იღბლის მოულოდნელ დაკარგვას, რაც, თავის მხრივ წარმოადგენს ღმერთების მიერ გმირის დასჯას თავდაჯერებულობისა და ამპარტავნობის გამო. ზოგჯერ, პერიპეტია ე.წ. ჰამარტიის (ἁμαρτία) – გმირის საბედისწერო შეცდომის, ან მისი ტრაგიკული ნაკლის – … Continue reading

Posted in ეკონომიკა | Tagged , , | Leave a comment

ჯონ ლო – მავროდი თუ ფრიდმანი (გაგრძელება)

მავროდი: დაცემა მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში ცოტა რამ იყო ცნობილი ე.წ. ფასების ბუშტების[1] შესახებ. თუმცა, ეს ფენომენი ცნობილი რომც ყოფილიყო, 1719 წლის დეკემბერში არავინ დაიჯერებდა, რომ მისისიპის კომპანიას რაიმე რისკი ემუქრებოდა. საფრანგეთში, სადაც რეცესიამ რამდენიმე წლის წინ მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა მოსახლეობის … Continue reading

Posted in ეკონომიკა | Tagged , , | Leave a comment

ჯონ ლო – მავროდი თუ ფრიდმანი (გაგრძელება)

3. მავროდი: აღმასვლა 1682 წელს რენე-რობერ კაველიე, სიორ დე ლა სალი, რომელიც უბრალოდ ლა სალის სახელითაა ცნობილი, დღევანდელი ილინოისის შტატიდან გაემგზავრა მდინარე მისისიპის გასწვრივ სამხრეთით და მისისიპის შესართავამდე ჩავიდა. „აღმოჩენილი“[1] ტერიტორიები მან მეფე მზეს მიუძღვნა და ლუიზიანა დაარქვა. დღევანდელი ლუიზიანის … Continue reading

Posted in ეკონომიკა | Tagged , , | 1 Comment

ჯონ ლო – მავროდი თუ ფრიდმანი (გაგრძელება)

ფრიდმანი პრაქტიკაში ფელიქს მარტინი, წიგნში „ფული: უნებართვო ბიოგრაფია“, ჯონ ლოზე საუბრისას იხსენებს მალვოლიოს ფრაზას შექსპირის მეთორმეტე ღამიდან – „ერთნი იბადებიან დიდებულნი, მეორენი – მას მოიპოვებენ, ხოლო ზოგიერთს თავს ახვევენ ამ დიდებასა“[1] – და ასკვნის, რომ ლო სწორედ მესამე კატეგორიაში გადის. … Continue reading

Posted in ეკონომიკა | Tagged , | 1 Comment

ჯონ ლო – მავროდი, თუ ფრიდმანი?

ფრიდმანი სტივენ ჯონსონი, მეცნიერების ამერიკელი პოპულარიზატორი, წიგნში „საიდან მოგვდის კარგი იდეები“ წერს, რომ, უმეტესწილად, ახალი ტექნოლოგიური და მეცნიერული იდეები მხოლოდ იმ მომენტში არსებული იდეების გაგრძელებას წარმოადგენს – დაახლოებით, როგორც ერთი ოთახიდან მეორეში კარის გაღებით გადავდივართ და არა ტელეპორტაციით, რამდენიმე ოთახის … Continue reading

Posted in ეკონომიკა | Tagged , | 2 Comments

ფული, რომელიც ხეზე იზრდება

1295 წელს, ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ, მდიდარი ვაჭრების ოჯახი ვენეციაში დაბრუნდა. სავაჭრო რესპუბლიკისთვის ეს არავითარ განსაკუთრებულ სიახლეს არ წარმოადგენდა – ვენეციელი ვაჭრები წელიწადში ასობით ადგილს სტუმრობდნენ, მდიდრდებოდნენ და უკანაც ბრუნდებოდნენ. მაგრამ მომდევნო წელს ოჯახის ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელი – მარკო – ჩავარდა … Continue reading

Posted in ეკონომიკა | Tagged , | Leave a comment

პატარა გოგონები, როგორც შემოსავლის წყარო

ეს ის არაა, რაც თქვენ იფიქრეთ მეთვრამეტე საუკუნის საფრანგეთი არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული ფისკალური დისციპლინით. კაცმა რომ თქვას, არც მანამდე იკლავდნენ თავს – მეფე-მზემ საფრანგეთის იმდროინდელი მშპ-ს მეოთხედი გაისროლა ვერსალის მშენებლობაში. ბევრის აზრით, საფრანგეთის რევოლუციის ერთ-ერთ ძირითად მიზეზს სწორედ სახელმწიფო სავალო … Continue reading

Posted in ეკონომიკა | Tagged , | 3 Comments