Category Archives: Uncategorized

ინჟინერი და მისი სამეფო.

2. შორი გზა მოიარე… მეთვრამეტე საუკუნის ინგლისში ფრანგული ენის ცოდნა ახალგაზრდა მანდილოსნისთვის[1] აუცილებელ უნარად ითვლებოდა და მეტ-ნაკლებად შეძლებული ოჯახები ან ფრანგ გუვერნანტ ქალს ქირაობდნენ ხოლმე, გოგონებისთვის, ან თავად ამ უკანასკნელთ აგზავნიდნენ საფრანგეთში ენის სასწავლებლად. უილიამ კინგდომისა და ჯოან სფრაის მე-16 … Continue reading

Posted in Uncategorized | Leave a comment

ინჟინერი და მისი სამეფო.

მამა და შვილი 2003 წელი იქნებოდა, ინტერნეტი ინტერნეტს ჯერ არ ჰგავდა, ახალი ამბები, ჭეშმარიტიც და ყალბიც, ჯერ არ ვრცელდებოდა სინათლის სიჩქარით[1] და ამიტომ ზუსტად არც მახსოვს, სად გადავაწყდი BBC-ს გამოკითხვის შედეგებს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იყო 100 ყველაზე დიდი ბრიტანელი. … Continue reading

Posted in Uncategorized | Leave a comment

ადამიანები, ვინც თანამედროვეობა შექმნეს შესავალი – ინდუსტრიული რევოლუცია. მსოფლიო ისტორიაში სულ თითებზე ჩამოსათვლელია მოვლენები, რომლებმაც ძირეულად შეცვალა კაცობრიობის ისტორია. ასეთია, მაგალითად, ნეოლითური ან პირველი სასოფლო-სამეურნეო რევოლუცია, როდესაც, 10,000-ზე მეტი წლის წინ, მონადირეთა და შემგროვებელთა საზოგადოება ჩაანაცვლა მიწათმოქმედთა და მეცხოველეთა საზოგადოებამ. … Continue reading

Posted in Uncategorized | Leave a comment

პრაღა: ლუდი მეხუთე – კრაფტები

სტაროპრამენის ლუდსახარშიდან ორ კვარტალში, ფეხით ხუთ წუთამდე სავალზე, არის ბარი „Beertime”. თავად ბარი, შესაძლოა, დიდად არაფრით გამოირჩევა – უბრალოდ, მყუდრო, კომფორტული, როგორც ქართველი ინფლუენსერები და მათი პაროდისტი ტროლები იტყვიან ხოლმე – კუსკუსა პატარა ბარი. მასში ვერ შევხვდებით რაიმე გამორჩეულ, კლასიკურ … Continue reading

Posted in Uncategorized | Leave a comment

პრაღა: ლუდი მეოთხე – სტაროპრამენი

„რა? სად? როდის?“[1] თამაშსა და კლუბს ჩემ ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი რომ უჭირავს, არავისთვის სიურპრიზი არ უნდა იყოს – მალე 30 წელი იქნება, რაც სხვადასხვა ტიპის ინტელექტუალურ და მოინტელექტუალო თამაშებს ვთამაშობ და მათში რსრ, უდავოდ, პირველ ადგილზეა. ერთი დიდი პლუსი რსრ-ს … Continue reading

Posted in Uncategorized | Leave a comment

პრაღა: ლუდი მესამე – ფლეკოვსკის მუქი ლეჟაკი (Flekovský Tmavý Ležák)

რესტორან „საქვაბიდან“ დაახლოებით თხუთმეტი წუთის სავალში, ვლტავის მიმართულებით, არის პატარა ქუჩა, კრჟემენცოვა (Křemencova), თუმცა, სანამ ამ ქუჩისკენ წავალთ (და ჩვენი დანიშნულების ძირითად ადგილს ვეწვევით), მინდა ოდნავ გადავუხვიოთ გზას – ჩავუყვეთ ვაცლავის მოედანს მუსტეკამდე, მერე გავუხვიოთ ჯერ მარცხნივ და შემდეგ – … Continue reading

Posted in Uncategorized | Leave a comment

პრაღა, ლუდი მეორე: კრუშოვიცე

ლუდხანიდან „თასთან“ დაახლოებით ათ წუთ სავალში არის ვაცლავის მოედანი. ისტორიული პრაღა ხუთი უბნისგან შედგება და ვაცლავის მოედანი მათგან ყველაზე ახალგაზრდა – ე.წ. ახალ ქალაქში[1] მდებარეობს, რომელიც, 1348 წელს, დააარსა კარელ[2] მეოთხემ[3] – ბოჰემიის მეფემ და საღვთო რომის იმპერიის ერთ-ერთმა ყველაზე … Continue reading

Posted in Uncategorized | Leave a comment

პრაღა – ისტორია და საინტერესო ამბები N ლუდში.

ჩვენი წელთაღრიცხვის დაახლოებით მეცხრე საუკუნეში, ჩეხების მითიური მმართველის, კროკის უმცროსმა ქალიშვილმა ლიბუშემ[1] მაღალი კლდიდან გადახედა მდინარე ვლტავას და იწინასწარმეტყველა – „ვხედავ[2] დიდ ქალაქს, რომლის სიდიადე ვარსკვლავებს შეეხება“[3]. ბევრი სხვა წინასწარმეტყველისგან განსხვავებით, მას საკუთარი წინასწარმეტყველების ასრულების შესაძლებლობაც ჰქონდა და ამიტომ, მალევე … Continue reading

Posted in Uncategorized | Leave a comment

Alienus Ludens (ნაწილი მერვე)

1945 წლის აგვისტოში მეორე მსოფლიო ომი დასრულდა იაპონიის დამარცხებით და ამ დამარცხებაში ჯონ ფონ ნოიმანმა, როგორც ვნახეთ, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. მიუხედავად, თითქოსდა ნათელი მომავლისა, ჯონი პესიმისტურად იყო განწყობილი – ბევრისგან განსხვავებით ის ხვდებოდა, რომ საბჭოთა კავშირი არ იყო კეთილგანწყობილი მოკავშირე … Continue reading

Posted in Uncategorized | Leave a comment

Alienus Ludens (ნაწილი მეშვიდე)[1]

ის იყო შეუდარებელი ჯონი ფონ ნოიმანი. მან გაიქროლა ჩვენ სფეროში, და სრულიად შეცვალა ის[2]. პოლ სემიუელსონი. 2001 წლის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა ჰოლივუდში იყო რონ ჰოვარდის ფილმი „ბრწყინვალე გონება“[3]. ფილმი, რომელიც სილვია ნასარის ამავე სახელწოდების წიგნს ეფუძნებოდა, მათემატიკოს ჯონ ნეშის ბიოპიკს[4] … Continue reading

Posted in Uncategorized | Leave a comment