Monthly Archives: August 2022

პრაღა: ლუდი მეოთხე – სტაროპრამენი

„რა? სად? როდის?“[1] თამაშსა და კლუბს ჩემ ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი რომ უჭირავს, არავისთვის სიურპრიზი არ უნდა იყოს – მალე 30 წელი იქნება, რაც სხვადასხვა ტიპის ინტელექტუალურ და მოინტელექტუალო თამაშებს ვთამაშობ და მათში რსრ, უდავოდ, პირველ ადგილზეა. ერთი დიდი პლუსი რსრ-ს … Continue reading

Posted in Uncategorized | Leave a comment

პრაღა: ლუდი მესამე – ფლეკოვსკის მუქი ლეჟაკი (Flekovský Tmavý Ležák)

რესტორან „საქვაბიდან“ დაახლოებით თხუთმეტი წუთის სავალში, ვლტავის მიმართულებით, არის პატარა ქუჩა, კრჟემენცოვა (Křemencova), თუმცა, სანამ ამ ქუჩისკენ წავალთ (და ჩვენი დანიშნულების ძირითად ადგილს ვეწვევით), მინდა ოდნავ გადავუხვიოთ გზას – ჩავუყვეთ ვაცლავის მოედანს მუსტეკამდე, მერე გავუხვიოთ ჯერ მარცხნივ და შემდეგ – … Continue reading

Posted in Uncategorized | Leave a comment

პრაღა, ლუდი მეორე: კრუშოვიცე

ლუდხანიდან „თასთან“ დაახლოებით ათ წუთ სავალში არის ვაცლავის მოედანი. ისტორიული პრაღა ხუთი უბნისგან შედგება და ვაცლავის მოედანი მათგან ყველაზე ახალგაზრდა – ე.წ. ახალ ქალაქში[1] მდებარეობს, რომელიც, 1348 წელს, დააარსა კარელ[2] მეოთხემ[3] – ბოჰემიის მეფემ და საღვთო რომის იმპერიის ერთ-ერთმა ყველაზე … Continue reading

Posted in Uncategorized | Leave a comment